Friday, November 7, 2014

პროექტის სახელწოდება
ქართულ-ინგლისური ენოვანი ბუკლეტების დამზადება უცხოელი ტურისტებისათვის
პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით
უცხოელი ტურისტებისათვის უფრო საინტერესო გახდეს  ქალაქის დათვალიერება
პროექტის აქტუალობა
გაუადვილდეს ტურისტებს ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
პროექტის მიზნები
ლექსიკის, გრამატიკის,  ახალი სიტყვების და სამეტყველო ფუნქციების განვითარება
მონაწილეთა ასაკი
VII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა
ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ სასწავლო საქმიანობას. მოსწავლეები თანამშრომლობენ კლასელებთან. კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად თავს უყრიან საჭირო ცოდნას და რესურსებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფერადი ფურცლები, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, კალამი.
პროექტის მსვლელობა
 ( ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეებს  დავყოფ ჯგუფებად  რომლის შიგნითაც მოსწავლეები მუშაობენ   აქტივობაზე.  დისკუსია როგორი ფორმა უნდა მივცეთ ბუკლეტს , ფერების სხვადასხვაობა, აზრების გაცვალა გამოცვლა, ისტორიული ადგილების დათვალიერება, გეოგრაფიული მდებარეობა, გამოთქმები ინგლისურ ენაზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, გეოგრაფია, ქართული  და ინგლისური.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ნატო გვირჯიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
gvirjishvili_nat@mail.ru

No comments:

Post a Comment